ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
7 თებერვალი, 2026


თაგუნია

თაგუნიამ მოიპარა
კაკალი და თხილი,
მთელი ღამე აგორავა
ჭერში ჰქონდა ლხინი.
ბაბომ თვალი ვერ მოხუჭა,
აბობოქრდა სისხამს,
-ის პატარა ქურდბაცაცა
გადავიდა ყირას.
ასე საქმე არ გამოვა-
მოიღერა ყელი,
დავუტოვოთ სათაგურში
გემრიელი ყველი.
თუ ამანაც არ უშველა
აგერ ნუშის ვაფლი,
ბოლო-ბოლო გადავუსვათ
პურზე თუნდაც თაფლი.
დღესვე უნდა დავიჭიროთ,
აღარაა სხვა გზა,
ამოდენა უძილობა
მალე დამცემს თავზარს.

-ქალო, ნეტა სად გინახავს
თაგვმა ჭამოს თაფლი,
დათვის ბელი ხომ არაა
გაილოკოს თათი?
დააცადე გამოზამთრდეს
იყავ უფრო ნელი,
მობეზრდება ხმელი თხილი
რომ შემოვა ნედლი.
დაქოთქოთებს,
ბრაზობს ბაბო,
დახითხითებს პაპა,
-კაკალს სხვენში ინახვდი
რა გეგონა აპა?



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები