ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2026


მამას არა აქვს ფეხი - მაიაკოვსკის ქუჩა

— მამას არ ესმის ყურში,
მამა ვერ ხედავს თვალში,
ნუ დამიკიდებთ ყურმილს,
საკითხს ახლავე გავშლი;
ვრეკავ მაიაკოვსკის
ქუჩიდან, სადაც ახლა
დევს მუხლებამდე თოვლი
და გზის რთულია ნახვა.
გადის მეორე წელი,
რაც ელექტრო ეტლს ვუცდით,
მამას არ ააქვს ფეხი,
არც გაეზრდება - უწყით,
მთხოვა დარეკვა თქვენთან,
იქნებ მოხერხდეს რამე,
ეს უნდოდა, რომ მეთქვა.
— როგორც კი დარეკავენ…
ჩვენც გადმოვრეკავთ თქვენთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები