მოვსვამ ჩაის ბერგამოტით. ისევ ვფიქრობ... რაღაც მინდა, დავწერო და ვერ გამოდის, როგორც მინდა; არც გაწვიდა... რა უჟმური ნისლი არის , რა უაზრო ქარის სტვენა . დღეს ლექსებში ვისრიალებ , არ ამცდება ღამისთევა. სიყვარული არც თესლია, არც ფერმერის მოსავალი . სიყვარული -უეცარი, დიდი თოვლის მოსვლა არი! გაბავშვდება თოვლში მარად - სწავლულიც და უმეცარიც . და ნომრიან გიჟებს ვგავართ; ისიც მოგვწონს , თუ ვეწამეთ . ლამაზია თოვლის ფთილა, მაგრამ, ვწუხვარ, არავინ რომ, ერთხელაც არ გაგვაფრთხილა : ,,თოვლი არ დაამარილოთ !,, თორემ წავა წყლად და ღელედ , გადაივლის ,გადაირბენს და რაც ერთხელ აგვაღელვებს , დაგვავიწყდეს ხვალე , იქნებ . და ველოდოთ მერე დიდხანს: ან მოთოვს და ანაც -არა! ვამბობ, თორემ მე ვინ მკითხავს? მე ხომ სიქა გამაცალა (გულში მუდამ ხვავი მქონდა) ფანტელების ხშირმა ბარდნამ. სულში მაშინ გამითოდვა , როცა ძველი თოვლი დადნა. მიყვარს, მიყვარს თოვლის მოსვლა, უთოვლობა ვერ გამომდის . წავალ ახლა, ჩაის მოვსვამ- ლავანდით, ან ბერგამოტით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვგევართ -რითისთვის დამჭირდა . თან ვაჟას რომ აქვს ,,ხარს ვგევარო,, ,მაგან გამათამამა. ჩავასვწორებ .
ლექსში მთავარი ფრაზაა ,,სიყვარული -უეცარი, დიდი თოვლის მოსვლა არი!,
შესაბამისად ეს ხსნის ,რას ნიშნავს ,,გამითოვდა,,
მადლობა დათმობილი დროისთვის მგონი, მოვაწესრიგე :) ვგევართ -რითისთვის დამჭირდა . თან ვაჟას რომ აქვს ,,ხარს ვგევარო,, ,მაგან გამათამამა. ჩავასვწორებ .
ლექსში მთავარი ფრაზაა ,,სიყვარული -უეცარი, დიდი თოვლის მოსვლა არი!,
შესაბამისად ეს ხსნის ,რას ნიშნავს ,,გამითოვდა,,
მადლობა დათმობილი დროისთვის მგონი, მოვაწესრიგე :)
1. ვგევართ - არა, ვგავართ! გამიდოთვა - რას ნიშნავს? ფინალი - კარგია. ლექსი - მოსაწესრიგებელი. ვგევართ - არა, ვგავართ! გამიდოთვა - რას ნიშნავს? ფინალი - კარგია. ლექსი - მოსაწესრიგებელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|