 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2026 |
#ლექსები ნინო დარბაისელი მონსტრი
(შექსპირული სონეტი)
ჯერ არ შობილა ამა ქვეყნად ადამიანი, რომ ანგელოზთან ერთად, გულში მონსტრიც არ ჰყავდეს. უსასოოდაც რომ მოსჩანდეს თვალნამიანი, იმისთვის ლუკმას არ მარხავდეს, არ ინახავდეს.
მონსტრო-მონსტრიკო, დაიძინე, აჰა - მალამო, აქვე, კუთხეში მიკუნჭულო, დარჩი მაგხელა! ხომ გითხრა გულმა, შენგან, იცი, არას ვმალავო, ისედაც ხედავ, რად გინდაო რამის გამხელა.
ნუ გამიღვიძებთ! როგორ ვცდილობ, ვიყო კეთილი, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ ცდაზე - დაბლა ვეცემი. თუ არ გამომდის, სასწავლია ის გაკვეთილი. თქვენს მონსტრს მიხედეთ, მოსავლელად მყოფნის მე - ჩემი!
ვარ გამარჯვება-დამარცხების ბევრის მომსწრები, როცა იბრძვიან ერთმანეთში ჩვენი მონსტრები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ხვალის გეგმაში მაქვს ამ კვირის პოეზიების წაკითხვა და კომენტარებზე პასუხი. იქნებ პროზას მიხედოთ ვინმემ, მორიგეობით მაინც! ხვალის გეგმაში მაქვს ამ კვირის პოეზიების წაკითხვა და კომენტარებზე პასუხი. იქნებ პროზას მიხედოთ ვინმემ, მორიგეობით მაინც!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|