ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2026


ნატირალი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნატირალი

(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE - ავალიანის დედას).

მოკვდი მკვლელო, შე  სიკვდილზე დაგეშილო!
შვილო,  გბანე ჩემი  ცრემლის მდინარეში,
არრა გჭირდა საწყურვილო-საშიმშილო,
რად გამიხდა ეს ცხოვრება  მკვახე, მრეში.

ვის მივადგე გამწარებულ სიბერეში,
ვის კალთაში  - მოქვითინემ  ჩავრგო თავი?
ფეხის გულებს მივარვარებს  ქვიშა- ხრეში.
სხვებისაა  სამართალი - სამართავი!

ვეხეტები, არად მინდა მოსართავი,
ძაძა მმოსავს, შავი გახდა ფერი ჩემი,
შინ იჯექო, ნახე  საკერ-დასართავი -
ვინ არ მითხრა, მაგრამ გულით ვეურჩები.

მე საწოლი  ვით ვიგუო,  ვგდივარ ხაროს.
შენმა მკვლელმა ვეღარასდროს გაიხაროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები