რა უაზრობად გადაიქცა ძმაკაც, - რას ამბობ, ტო? ისევ დილიდან დაიწყო ფილოსოფია? რა უაზრობად გადაიქცა ყველაფერი, რაც ოდესღაც “ჩვენი” იყო. - ჩვენი რა იყო, ქუჩა? - არა, ქუჩა ისევ ქუჩაა… ჩვენ შევიცვალეთ. გახსოვს ბირჟა ძველი კორპუსის უკან? სკამი, რომელიც ნახევრად გატეხილი იყო და მაინც სამეფო ტახტივით ვიჯექით. - მაშინ ჯიბეში ხურდა გვქონდა, მაგრამ გულში - გეგმა. ახლა ჯიბეში რაღაც დევს, გულში - ნისლია. რა უაზრობად გადაიქცა ძმაკაც, ის სიტყვა - “ერთად”. - ერთად ვართ, აბა რა ვართ? - ერთად ფოტოებში ვართ, რეალში - ყველა თავის გადარჩენაზეა. გახსოვს როგორ ვამბობდით, “ფულს რა უნდა, მთავარია სუფთა ვიყოთ”? - ახლა? - ახლა სისუფთავე ფუფუნებაა, და ყველა რაღაცაშია გარეული, ვიღაც ვალში, ვიღაც ტყუილში, ვიღაც საკუთარ თავში. რა უაზრობად გადაიქცა ძმაკაც სიტყვა “ძმა”. - ეგ არ თქვა… - რატომ? როცა ძმა მარტო მაშინ ხარ, როცა სიგარეტი გჭირდება ან მოწმე რომ დაგჭირდეს. ქალაქი ისევ ხმაურობს, მანქანები ისევ გადიან, მაგრამ ჩვენ შორის სიჩუმეა, ისეთი, ყურს რომ გიჭრის. - და რა ვქნათ? - არ ვიცი. შეიძლება თავიდან ვისწავლოთ უბრალოდ ჯდომა, უანგაროდ ლაპარაკი, უსარგებლოდ ოცნება. რა უაზრობად გადაიქცა ძმაკაც… - არა, უაზრობა არ გამხდარა. უბრალოდ გავიზარდეთ და რაღაცები გზაში დავკარგეთ. - და ვიპოვით? - თუ ერთმანეთი ჯერ არ დაგვიკარგავს, დანარჩენი მოიძებნება.
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მე ვერ ვერკვევი პოწების ტერმინოლოგიაში და ვერ ვსაღვრავ რა არის კარგი ან ცუდი. მაგრამ ჩემთვის ასეთი სინამდვილე არის პოეზია/ აღარ ვსვამ მაგრამ შენთან დავლებდი და ჯანდაბას ყოველგვარი პოეზია// მე ვერ ვერკვევი პოწების ტერმინოლოგიაში და ვერ ვსაღვრავ რა არის კარგი ან ცუდი. მაგრამ ჩემთვის ასეთი სინამდვილე არის პოეზია/ აღარ ვსვამ მაგრამ შენთან დავლებდი და ჯანდაბას ყოველგვარი პოეზია//
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|