ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
22 თებერვალი, 2026


ორკესტრი ტყეში

ორკესტრი ტყეში

            მურა დათვი ტყეში ცხოვრობს,
            ძლიერ უყვარს მუსიკა,
            თაფლს და ჟოლოს ურჩევნია,
            ორკესტრიც და გუნდიცა.

            „ორკესტრს ჩამოვაყალიბებ,
              დიდ კონცერტებს გავმართავ,
              ყველა ცხოველებს მოვიწვევ,
                ფრინველებსაც ხანდახან“.

              მოიწვია ცხოველები,
              თან ააწყო გიტარა,
              ამ დროს მოფრინდნენ ჩიტები,
                სად იყვნენ და სად არა.

                ვერ უკრავენ ცხოველები,
                ვერც ჩიტები მღერიან,
                „ნეტავ ტყეში ვინმემ გახსნას
                  ეჰ, კონსერვატორია“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები