ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2026


დოლი მთაში

#ლექსები
ნინო  დარბაისელი

დოლი მთაში

(შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG)

გახსოვს კაცი, სიყვარულზე მბჭობი?
სკვერში მჯდომის ხმამაღალი ფიქრი:
არ გაწყდება ქვეყანად  მჯობის-მჯობი, 
თავდაღმართში შენც - თავდაღმა  მიჰქრი!

კიდევ კარგი,  რომ სიბრიყვით ვიწყებთ.
სცადე,  ბოლოს სიბრძნეს  დაემალე!
დავიწყება ელის დასავიწყებს,
უბრიყვოდ კი  - გავწყდებოდით მალე.

გაზაფხულზე, გახსოვს?- დილა-სისხამს 
მთა-მთა წყვილად ჩვენი ხეტიალი,
ბევრჯერ ვნახეთ,  კვირტს რომ მაინც ისხამს
ნამეხარი, შავი  ხე-ტიალი.

ცხვრის ბღავილი?  ცა - ნავალი?  დოლი?
დღეს?! -  ენისქვეშ  - გიდევს - ვალიდოლი.

- - - - - -
აი, მოცლილი კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, არა!
მოწყენილი ვიყავი, დაღლილი. რა ვქნა, რა ვქნა,  დაძინება ადრეა- მეთქი. ვიპოვე ინფორმაცია და შექსპირული სონეტის რიტმულ სქემაზე ავაგე.

https://rustavi2.ge/ka/news/340833

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები