ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2026


გაგიმარჯოს!

#ლექსები
ნინო დარბაისელი

გაგიმარჯოს!

(შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg)

არ ვიცი, ასე რატომ მემართება -
ტანს ახსოვს დღევანდელი დღეობა.
სმაში - ძველებური შემართება,
არა წვეულება - ღრეობა!

დღეს შენი დაბადების თარიღია.
მოგივლენ შვილებით, ცოლებით.
გექნება სტუმრებისთვის კარი ღია,
მოილხენთ, ალბათ, ტოლ-სწორები.

წინ სასმელს დავიდგამ ამ გობლეტით,
შევსვამ სადღეგრძელოს მარტოკა.
კვლავ წარმოგისახავ თრობა-რეტით
ისეთს, ეს გული რომ ატოკა.

ცერზე დაცლასა ვართ, სხვა იტანჯოს!
სადაც როგორა ხარ, გაგიმარჯოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები