#ლექსები ნინო დარბაისელი
ჟირაფი
(სპენსერული სონეტი abab bcbc cdcd ee)
ზოოპარკი ნეშვილის არ გეგონოთ იაფი. წაყვანა მსურს მე - შვილის, მოგვენატრა ჟირაფი!
წინ - ბალახი საკაფი, უკან - ბორცვი - სამალი, ბალახებში - კანაფი? - შხამია თუ წამალი!
ხილვა მომდის რა მალი! ჭრელი არა - თეთრია, წარსულის ნატამალი - ხილვა - -ასე მკვეთრია?
რაო, რა ჟირაფები?! - წერით ხელვიწაფები! - - - *თეთრი ჟირაფის ფოტოს ნახვა შეგიძლიათ ლინკზე
https://www.facebook.com/share/p/1CDHD5TDFy/?mibextid=wwXIfr
#ლექსები
ნინო დარბაისელი
საქართველოსთვის (შექსპირული სონეტი)
ერთიც ეს იყოს, - ერესი რა გითხრათ მე ქართველური! - - კულტურა უუძველესი, თუმცა - მუდმივად ველური,
უფსკრულების და მწვერვალთა შერწყმაა სამარადისო. ხანძარიც თუ დაემართა, მარადის - კვამლი ასდისო.
როგორ? - სჩვევია გაძლება. არის მუდმივად ამტანი, ყინვით კიდეც რომ დაზრება, კვირტი აქვს, გამონატანი.
პარადოქსების ერია. სიკვდილი - არ უწერია!
ნინო დარბაისელი
თვითმკვლელებისთვის (შექსპირული სონეტი)
მან გადაწყვიტა წერტილის დასმა. იყო თვითმკვლელი. როგორც ათასმა, ათიათასმა ცხოვრება მთელი
იხილა, როგორც ბოროტება, აუტანელი. თქვა:- ყველაფერი ბოლოვდება - კვდომაა - ნელი.
სისწრაფე გიჯობს, როდესაც შველას არსაით ელი, ემშვიდობები ყველაფერს ყველას, კანკალებს ხელი.
ქრები - ჩამდენი საქმისა დიდის?! - ცხოვრება მიდის!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
პოეტის წარმოთქმულს (სპენსერული სონეტი abab bcbc cdcd ee)
პოეტის წარმოთქმულს, მაინც, ნუ ენდობი! რაღა დროს ტრფობაა ანდა განშორება! სისხლით ავსებულა მთლად ზეცის ფერდობი, ამქვეყნის ბატონი ომს მიეშურება,
დაამხობს სამყაროს, მიეცა თუ ნება. სოფელი არავის არ ახსოვს ამგვარი. ვითომ საწყალია, წრფელად იყურება. არადა მხეცია, ართუ მინამგვანი.
ამაო გამხდარა ბრძენთა წვა-დაგვანი, სამყაროს ბნელიდან განაგებს ბოროტი. უკვე ამაოა გზის გადარაგვანი. მიიყვანს სიცოცხლის აღსასრულს ბოლომდი.
პოეტს?! - კვლავ სტანჯავენ სატრფოს - წამწამები. ვერც ამჩნევს, სამყარო თუა ნაწამები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|