მხოლოდ ერთი რამე მინდა ცხოვრებაში შენს სახეზე ღიმილი არ წაიშალოს, ყველა შენი ოცნება და წარმოდგენა თვალწინ ლამაზ რეალობად გაიშალოს.
მოციმციმე ეგ პატარა ნაპერწკლები გვიყურებდეს მიზნებით და იმედებით. მხნედ იყავი! უსასრულო სამყაროში იცოდე რომ მარტო შენ გვეიმედები..
ფიქრს, ოცნებას მინდა უთქმელს გისრულებდეთ. შვილიშვილებს იხუტებდე გულში კონად… მოგვეფერე! შენი თბილი შემოხვევა ვიგრძნოთ მუდამ, როგორც შენი ტკბილი კოცნა..
დრო ჭაღარა შარფებს გახვევს ლამაზ თავზე რა სიბერე?! წამითაც არ დაიჯერო.. ახლა დროა უკვე რომ გაგიზაფხულდეს შენს სახეზე რომ სიმშვიდე დაითესოს..
თვალებს ვხუჭავ, როცა მიჭირს, წამში ვხედავ მომლოდინე ოცნებებით სავსე მზერას: — ის გოგო ვარ შენს კალთას რომ ვერ მოშორდა, დედის ყოვლისშემძლეობა დაიჯერა..
არაფერი მინდა დედი, დიდხანს გვყავდე შენს გარშემო დაფრინავენ იმედები.. მხნედ იყავი! უსასრულო სამყაროში იცოდე რომ მარტო შენ გვეიმედები..