ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2026


????????

სხვისი გერქვა, მე კი ჩემად მეწადე,
ვერ გიტანდი სხვის მხრების ქვეშ შეხიზნულს,
იმ მხრებიდან დამეხსენი ვეცადე,
იმ მხრების ქვეშ მოყოლილი "სძულდი" გულს.
სხვისი გერქვა, სხვამ მომასწრო შენამდე,
ჰო, მომიწყო ბედისწერამ შეჯიბრი,
ეს ცხოვრება ამოსული ყელამდე
კვლავაც მსჯიდა, უკვე შენით... შევშინდი.
არა, ვეღარ გავუძლებდი... ამისთვის
მოთმინება და ძალაც გამეცალა,
ამიტომაც გადავწყვიტე, ღამისთვის
ჩემს სურვილებს შენთან შეხლა ესწავლათ.
გადავწყვიტე და მოვედი ბოლოჯერ,
რა ხანია სიჯიუტე ზღვარს გასცდა,
შენ იგრძენი და უსიტყვოდ მომენდე...
ბედისწერავ, გავიმარჯვე! ათით ცხრა!
...
სხვისი გერქვა, მე კი ჩემად მეწადე
რა ვქნა, სულ არ გიხდებოდა შენ ის სხვა,
ამ მკლავებში შემეხიზნე ვეცადე,
ვეცადე და კიდევ ერთხელ: ათით ცხრა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს