მემკვიდრეობის გაყოფისას შეიცნობ და- ძმას. მეგობარს - მაშინ, როცა ჭირი კარს მოგადგება. მეუღლეს - როცა დაშორდები - არც შენ და არც მას და ჯანმრთელობას - თუ მოგიწევს სნეულად გდება.
შვილების რა ვთქვათ? - მოხუცება აგიხელს თვალებს, ნახავ, თუ ხშირად გკითხულობენ, ზრუნავენ ისევ, თუ გაკმარებენ სიტყვებს, შორით შემონათვალებს. ასეა ყველა - გულის დარდებს ნუკი დაისევ.
მშობლის - ფასს იგებ, როცა ქვეყნად არ გეგულება. ჭერის ფასს - როცა აღარა გაქვს ამქვეყნად ბინა. უსამშობლოოს - გინათდება გვიან გუნება. ფასი თავისა - ნეტა არც კი გაგაგებინა!
ახალგაზრდობა - გაილევა, უცებ ბერდები და კვდები - ანუ იბადები, ბედნიერდები!