ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2026


ალექსანდერპლაცის ღამე

ალექსანდერპლაცზე ღამე დევს.
არ აიღო — შენი არ არის.
ყველა ლანდი მე დამეძებს,
ახლა იოლია დავეცე
ან ვიპოვო სულის წამალი.

ალექსანდერპლაცის შუქები —
ასფალტზე დაგდებული ვარსკვლავები.
ვფიქრობდი სიყვარულზე, უკვე რომ
ხელიდან გამექცა და
რუკები
დახვეული გზები არის მკლავების.

მე ხომ ძალიან ბევრი დავლიე —
ვისკი. ლუდი. მერე ტეკილა.
ხალხი წევს, ბევრიც დადის,
ხმამაღლა ხარხარებენ დათვებივით —
მე კი მაგათზე დიდი ვარ.

ქალაქი იხრჩობა სიცილში.
უნდა მნახო ახლა ისე მარტო ვდგავარ,
იცი, საკუთარ გულთან ვდგავარ.
ოდნავ უცნაურსაც ვგავარ —
კარგი პოეტიც ვარ, იცი შენ.

ალექსანდერპლაცზე ღამე დევს.
ხელიც კი არ ახლო — სხვისია.
მხოლოდ სიყვარული დაინდობს,
მხოლოდ სიყვარული უშველის.
ნუ გეშინია.

და როგორც დენის ტრანსფორმატორი
ემოციებისგან ვზმუივარ.
ირგვლივ ჩანან მანეკენები,
ბომჟებით სავსე კარვებიდან
ხმები ვერ მცნობენ მე ნულიდან.

აქ მე რამდენიმე საათს ვითევ.
აქ მე უდიდეს დარტყმებს ვითმენ.
მერე მთელ დარჩენილ ძალებს ვიკრებ —
და ვფეთქდები.

სადღაც ბნელ ქუჩაზე ღამე დავდე.
მისი გაუვალი გზა მე ვკაფე.
ყველა კაცი ცოტათი რაინდია.
ყველა კაცი ცოტათი სულელია —
როცა ქალს ეხება საქმე.

ახლა კი
ვნახავ როგორია
ასეთ ფერფლზე
მზის ამოსვლა
სახლის ფანჯრებში.
ღამით გადამწვარ
ბრძოლის ველს
ნახშირით დაწერილი ამ ლექსით
დავჯერდი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები