 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სიზმრეული სამდურავი ღმერთს
(“ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.(ფსალმ.30:4)
(შექსპირული სონეტი)
სამოთხისკენ - გზები - ჯოჯოხეთურია, ჯოჯოხეთში?! - მიდის ტრასა მთლად ტკიცინა, - ასე ამბობს, ვისაც მერე მხნედ უვლია, ამ სოფლად კი გულით ვერც რომ გაიცინა.
მე?! - არ ვიცი, მართლა, სად სჯობს სიარული, გზათა სიადვილე თუ სიძნელე სვლისა, ვინ მიფრინავს და ვინ - კვნესის დაისრული, ტალახს გატოპავს და ტანსაც გაისვრისა.
პასუხს ვეძებ, ღმერთო, რად მოაწყვე ასე ეს სამყარო მთელი, დავაშავეთ რამე? პასუხს რად გვთხოვ ძველზე, სხვაზე, აწ - ევაზე, ან კაენის რად ვზღოთ შენთან სითამამე?
რა მძიმეა სული, ხორცით როცა ვკვდებით! სჯობს, არ გვქონდეს კლდეო, რად გელოდოთ კდემით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|