ქარმა წაიღო, რასაც თვითონ ვეღარ მოიტანს; მიწამ შეჭამა ის რაც მიწით აღარ აღდგება. მე კი გეგმებში კვლავ ჩემს ფეხებს ვხედავ შორიდან და ისტორიას გაყალბებულ ახალ ამბებად
მასაღებენ და იტრიალოს, ჩემი რა მიდის, მრგვლად, ოვალურად, ოთხკუთხედად, ბრტყლად, წახნაგებად... მაინც ქარია ჩემი გზა და ჩემი ამინდი, შინაგან მორალს მშვიდი ტემპით კაწრავს განგება.
ვინ რა იწამა, ან ვინ ამბობს, თუ რა იწამა, სიმულაციის მთელი არსი მაინც ეგ არის. წყალმა წაიღოს ოცნებები, ჭამოს მიწამაც, სხვა დანარჩენს კი უსათუოდ წაიღებს ქარი.