ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2026


ხელშესახები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხელშესახები

არც ტაძარია  - ღმერთი,  არცა  ადგილი რამე,
თუნდაც  მლოცველმა გულით  - ყოფა  მთლად გაიხრამე!

უხილავია  ღმერთი, ის არ უხილავს მოსეს -
- ღვთის  ანგელოზის ნათლით ნამოსი - ნიღბით მოსეს.

მამა - იხილა მხოლოდ  იესომ. მასთან სუფევს.
ერს  რომ მეოხად  ჰყავის,  სულში მალამოს უფევს.

კათალიკოსი  მოკვდა და შენკენ მოიხარის!
ღვთის მირონცხებულს(!)  დასდის ცრემლები მგლოვიარის,

ერისთვის - რა არ სცადა, ერს ბევრიც არგო  მართლა,
მაგრამ არ ნიშნავს,  ვიწყოთ მისით ჟამთასვლის ათვლა.

მასაც შეუნდე,  ბევრი  მასაც შეშლია - მოკვდავს,
მთავარი ამასოფლის  სდევდა, რეკდა და როკდა.

ჩვენც გვაპატიე, - ჭირში  გადამეტება ვიცით,
ციურს ვერ გწვდებით რაკი, მიწიერს ვეკვრით ფიცით.

გლოვაა ერში დიდი,  ტირილი ზედ დაგვერთო,
სჭირდება მოკვდავს, თვალწინ - ხელშესახები,  ღმერთო!

გულო, გეყოფა გლოვა, დადექ და დამიოკდი!
ღმერთო, შენს  რჩეულს  - მოკვდავს,
დავტირით, თითქოს მოკვდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები