მარსი
ეს დღეები სულ გუსტავ ჰოლსტის შედევრს ,, პლანეტებს” ვიხსენებ. მის პირველ ნაწილზე - მარსზე - ესეც კი შემომეწერა. ( ვიცი, არ მითხრათ, რომ კინომუსიკა აქტიურად იყენებს ამ მუსიკას! კერძოდ,, უილიამსის “ვარსკვლავური ომების” მუსიკალური გაფორმება ამას ეყრდნობა.
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
ნდს
მარსი
ვერ გავიგე მიწის არსი, ცაში წაველ, ვნახე მარსი, ვჭერი, ვჭერი მარსის გარსი, გამომადგა ეს დღე თარსი, თურმე მარსიც არის ფარსი ვიღაც - ცალწვერგასაპარსი?!
- მიპასუხე, მარსო, მარსო, რად არ მიღებ მე - სტუმარსო, ენატკბილად მოუბარსო? ეჰ, მივხედო მონაგარსო, ჩემს სახნავს და დასაბარსო! ოჯახისთვის მოსახმარსო და მივხედო ისევ ქმარსო, შენკენ ცქერა უკვე - კმარსო!
https://youtu.be/4AjlaT7kxFk
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტი მოცულობის მინდოდა მშვენიერია! მეტი მოცულობის მინდოდა მშვენიერია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|