ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2026


ბიჭური ჩხუბი უბანში, ჩვენებური სონეტი, ერთიც - კდემა და კიდევ - წასვლისა

აი, ვიპოვე ერთი. რატომ ვეძებე?! ამასწინანდელ
ერთ ლექსში სიტყვა ,,ნაჩათლახარი” დამჭირდა და  ერთმა კეთილისმყოფელმა მკითხველმა მომწერა, არ გეკადრებათო. მე ვუპასუხე, ეტყობა, ჩემი შემოქმედების გაცნობის სიამოვნება ჯერ წინ გელოდებათ, თორემ,  ეგ რა არის, უარესები მიწერია- მეთქი.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბიჭური ჩხუბი უბანში
(უავთემისნიშნო მონორაიმი)

-ვაიმე,  ძმაო, რა ხია,
ცემით შუაზე გახია!
სიფათი -  სულ აახია!
-ძმაო, მაგაზე -  ახია!
მაგარი გასალახია!
-გასალახია -  ჩათლახი,
- ჩათლახი -  გასალახია!
- აუუ,  მაგარი თრახია!
- შენ დაინახე ვინ დასცხო?
- მე? - არა! მონაჩმახია,
ძმაო, არ დამინახია!

- ეს  - ნაღდი სამასუდია,
შეხედე, რა ტალახია!
ეს  ჩვენ  - არ მოგვწონს, ცუდია!
ეს ხომ გადასალახია!


უი, ,, გეკადრებათ” კი არა,, არ შეგშვენითო”

ნინო დარბაისელი

ჩვენებური სონეტი

ადამიანს? - “შეშვენის”,
იყოს კარგად მკვდარი,
აზრით  - სხვისის ან ჩვენის
- არვის შესადარი!

ჩვენ არ გვიყვარს ცოცხლები,
პრობლემებს რომ შობენ!
დროზე გასაცოცხები,
აქ  - რას  თამაშობენ!

მკვდარი - ასატანია,
ქვისქვეშ წყნარად მწოლი,
რად უნდა  მეტანია,
მკვდარი - მკვდრისა ტოლი!

ჰოდა,  ვნაყავთ - სანაყავს,
სად რაც გაგვდის, - გაგვყავს!


#ლექსები
ხანდახან ასეთი ენატკბილად მოუბარიც გახლავართ, ჩემო ბატონო!
აუ, როგორ ვერ ვიტან ამ სტილს!
უბრალოდ, რეტრო ვცადე.

ნინო დარბაისელი

ლექსი პირველი
(სონეტი)

იქ, პოეზიის პირველმღვიმეში
პირველი ლექსი რარიგად იშვა?
ვის - გაუთენდა შიგ ღამე მრეში,
ვინ აიცილა  ძილში გათიშვა,

ან ქარიშხალში -  ჭრიალი  ხეთა, 
ანდა ჩურჩული ბალახის ღერთა
რად  შემოესმა, რომ გაიხედა,
გული პირველად  რად აუმღერდა?

მჯერა,  პირველმა ვინც  შეიყვარა,
არ დაელია ირგვლივ - მძრახველი
და ცრემლი -  გულში  ნადენი ღვარად
დასდინდა, როგორც მწარე ნაღველი!

გასაოცარი? გასაკვირველი? -
როგორი იყო  - ლექსი პირველი!


#ლექსები

პრიმიტივების ხასიათზე ვარ

ნინო დარბაისელი

წასვლის სონეტი


იყო ადამიანი -
- აღარ არის, მოკვდა!
ვარ ბრმა  და ნამიანი,
გული  - ვერ დაოკდა.

რაა ჩვენი ცხოვრება,
წამის-წამის-წამი,
გაჩარჩ- გამათხოვრება
და ნატვრათა ჯამი.

აპირებდა,  ხვალიდან
მასაც მოეცალა,
დარჩა უნახავი და
გაეცალა ძალა.

არ ცნობდაო სენებს -
- გუშინ გაასვენეს!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები