ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2026


ჩემი მეგობარი შაბიამნის

წყალში ჩავარდნილი მორიელი -
გუბეში ოდნავ ვანათებდი,
ლურჯი მარიამის გუბე.
პურს ჭამდნენ თეთრი ხალათებით,
ვიწექი გუბეში ცარიელი,
როგორც დიდი ზომის კუბო.

ნეტავ, რას მეტყოდა ჩემიანი,
ჩემი მეგობარი შაბიამნის,
მისი მოწამლული ხველა.
მეჭირა მეწამული მარიამი,
როცა სულ ყველა მომერია,
თითქმის მარიამისხელას.

ახლა გონება მუნჯის ხმაა,
წყალში ჩავარდნილი მორიელი,
ლურჯი მარიამის გუბე.
მინდვრებზე ქარი და მარილია,
მე ვწევარ ისეთი ცარიელი,
როგორც დიდი ზომის კუბო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები