 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 10 აპრილი, 2026 |
უცნობი ბილიკები, გზები არეული, გვირაბს არ უჩანდა ბოლო და სინათლე, ყველაფრით დაღლილი იქვე ჩამოვჯექი, და ასე დაღლილმა, უბრალოდ გინატრე... ვინატრე მინდვრის პირას პატარა ქოხი და, ქოხს მიღმა შეშას ჭრიდე, პერანგის ამარა, კოცონთან საღამოს ვისხდეთ ორნი და ვარსკვლავებს გვაფრქვევდეს ზეციდან კამარა... თავს მხარზე გადებდე, ოქროსფერ დალალებს, მიშლიდეს ნიავი და შენი სურნელი, დილის გარიჟრაჟზე ცა იყოს წითელი, მზე იყოს მწველი და გრძნობები უთქმელი... უცნობი ბილიკები, ცხოვრება არეული, ოცნება ხელისგულზე ფიფქივით დაისვა, ღამეებს ვათევდე, ვითარცა მთვარეული, და მერე ყველაფერი წაიღოს აისმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|