უდიერი შემოდგომა,თავი ისევ ცარიელი, უღიმღამო სინათლე და სახე მისი,ტარიელი, აქ განცხრობა სინოდივით დადუმდება ავი ერი, სისხლი მისი განდეგილი და სინათლე წამიერი, ეშხი ზღვათა მონაგონი და ღიმღამი უცხო ენა, ან თუ გულით იპოვე და სულად რაღამ შეგაჩვენა, აქ სხეულის სინატიფით გახელილი ავი ენა, და შამქორის იქითაც რომ ასე იყო გადარბენა, შავი,სუსხი,ნადირივით ასე იყო ანი ბანი, და სამყოფი გაზაფხული თავი ისევ დასაბამი, ეს ერთვოდა სასახლეებს ისევ სველი აივანი, ვაშლი ევას დიდებით და ევას ქონდა შესაჭამი, აქ სამყაროს უსახლკარო დაბნეული ეზოს კიდე, ან თუ ვინმემ გიპატრონა,ან სადმე თუ გაიყიდე, მაშ მოკვდება ლამპარივით ანთებული ზღვაში კიბე, მოვა ზაფხულს მეველა და მოგიცელავს ეზოს კიდე, სიხარბე და სიხარბითა გავსებული ხავსით უბე, მიყვარს დარდი განთიადის და სულ ყველა მისი გუბე, თუ მანამდე ამ ზაფხულში სიცხითაც არ გავიგუდე, მერე დარჩეს ნამღერი და ეს ლექსები ვინმე კუბელს...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|