ღმერთი მოკვდა. ფრიდრიხ ნიცშე + აი, პური_სხეული და, აი, სისხლი_სული შენი, უკვდავისგან მოკვდავისთვის ბოძებული განაჩენი, რწმენა_უღვთოდ დაგდებული, სათრეველად ქოფაკთათვის, ჯვარი_ცრემლში გავლებული უიმედოდ ცოცხალთათვის; აი, “ზეცა_გუმბათი” და “დედამიწა_ეკლესია”, ეშმაკები გოგს და მაგოგს გააფთრებით შეესია. სათნოებას ჩემთვის ვტოვებ, ოქროს ურმებს ვგზავნი ართვინს, დამითმია ეს ცხოვრება, როგოც ჯილდო_ცოდვილთათვის;
+ _ არ დატოვო, ზარათუსტრა, გზა უფლის და არ წახვიდე, მარჯვნივ გზაა სამწვერვალო, უფსკრულია მარცხნივ კიდე. მაიმუნს და ზეკაცს შუა საწყლად როა გაჩხერილი, ეს ცოდვილი ადამია, საკირთებლად გაჩენილი. ამაღლდები ოდეს ცათა, დამდაბლდები ოდეს ქვესკნელს, მოყურადეს ციურ ხმათა და ბიბლიურ ნათლის მძებნელს. რა გინდოდა სხვის კარზედა, რად, უფლის გზას, რად არ ენდე?! რჩები ასე ბაგირზედა, საკუთარ გზის მოიმედე. სული, მოკლულ ჩიტს რომ ჰგავდა, ყინვისაგან, მგონი ლღვება, ნუთუ ჯვარცმულ ქრისტეს გარდა სხვას არ ელის ამაღლება?! რა გინდოდა, ზარათუსტრა, ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით, ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით. რას ფიქრობდი, ზარათუსტრა, რას ელოდი ადამისგან, ერთი ბედკრულ, ერთი საწყალ, ერთი ცოდვილ კაცის ძისგან. რას ელოდი ზარათუსტრა…
1988წელი
* * * ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ... 1997წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ცირა მართალია ზარათუშთრა ზოროასტრიზმის დამაარსებელია მაგრამ ამ შემთვევაში ზარატუსტრაში იგულისხმება ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნაწარმოების "ესე იტყოდა ზარატუსტრას" მთავარი გმირი.. რომელიც ცდილობს ადამიანებისგან შვას ზეკაცი, რომელიც სულის სამგვარი ცვლილებით მიიღწევა.. აქლემი-ლომი-ბავშვი.. ახლა მეზარება ახსნა, არც ვიცი წაიკითხავს თუ არა ამ კომენტარს ვინმე, შემთხვევით ვნახე ეს ლექსი და სხვებიც ნახავენ რო?..
ჰოდა რომ წერ ჩემთვის გაუგებარი ეს სტროფიო რა გინდოდა, ზარათუსტრა, ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით, ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით.
ზარატუსტრა კლავს ცნება "ღმერთს" "ღმერთი მოკვდა და ის ჩვენ მოვკალით" ის ებრძვის რელიგიას, რომელმაც მისი აზრით ადამიანურობა და ჰუმანიზმი ცოტათი უკან ჩაწია.. ანუ მისი აზრით ადამიანი რომ კარგი იყოს არ არის აუცილებელი რომ სულ ილოცოს.. კარგი საქმეების კეთება ისედაც შესაძლებელია.. რელიგიურ ფანატიკოსებს ის საიქიოს მოტრფიალეს უწოდებს.. "მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანცემა სურს" ამბობს ნიცშე, ოღონდ თუ არ ვცდები "ტრაგედიის დაბადებაში"
* მინდა სრულიად გადაგიშალოთ გული. მეგობრებო: ღმერთები რომ არსებობდნენ, როგორ შევიკავებდი თავს რომ არ გავმხდარიყავი ღმერთი! შესაბამისად ღმერთები არ არსებობენ.
ერთი სიტვით მისი ფილოსოფია ძალიან ახლოსაა ეგზისტენციალზმსა და ჰუმანიზთან, რომლებიც თავისთავად მოიცავენ ერთმანეთს.. მას ასევე უკავშირებენ ნიჰილიზმსაც.. ერთი სიტყვით ნიცშჶს ახსნა კომენტარებით რთულია ცირა მართალია ზარათუშთრა ზოროასტრიზმის დამაარსებელია მაგრამ ამ შემთვევაში ზარატუსტრაში იგულისხმება ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნაწარმოების "ესე იტყოდა ზარატუსტრას" მთავარი გმირი.. რომელიც ცდილობს ადამიანებისგან შვას ზეკაცი, რომელიც სულის სამგვარი ცვლილებით მიიღწევა.. აქლემი-ლომი-ბავშვი.. ახლა მეზარება ახსნა, არც ვიცი წაიკითხავს თუ არა ამ კომენტარს ვინმე, შემთხვევით ვნახე ეს ლექსი და სხვებიც ნახავენ რო?..
ჰოდა რომ წერ ჩემთვის გაუგებარი ეს სტროფიო რა გინდოდა, ზარათუსტრა, ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით, ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით.
ზარატუსტრა კლავს ცნება "ღმერთს" "ღმერთი მოკვდა და ის ჩვენ მოვკალით" ის ებრძვის რელიგიას, რომელმაც მისი აზრით ადამიანურობა და ჰუმანიზმი ცოტათი უკან ჩაწია.. ანუ მისი აზრით ადამიანი რომ კარგი იყოს არ არის აუცილებელი რომ სულ ილოცოს.. კარგი საქმეების კეთება ისედაც შესაძლებელია.. რელიგიურ ფანატიკოსებს ის საიქიოს მოტრფიალეს უწოდებს.. "მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანცემა სურს" ამბობს ნიცშე, ოღონდ თუ არ ვცდები "ტრაგედიის დაბადებაში"
* მინდა სრულიად გადაგიშალოთ გული. მეგობრებო: ღმერთები რომ არსებობდნენ, როგორ შევიკავებდი თავს რომ არ გავმხდარიყავი ღმერთი! შესაბამისად ღმერთები არ არსებობენ.
ერთი სიტვით მისი ფილოსოფია ძალიან ახლოსაა ეგზისტენციალზმსა და ჰუმანიზთან, რომლებიც თავისთავად მოიცავენ ერთმანეთს.. მას ასევე უკავშირებენ ნიჰილიზმსაც.. ერთი სიტყვით ნიცშჶს ახსნა კომენტარებით რთულია
27. რომელ ვარიანტს იხმარ, ზარატუსტრას,ზარათუსტრას თუ სულადაც ელინიზებურ ზოროასტერს, ეს რათქმა უნდა, ავტორის გადასაწყვეტია. ამ პოემის ნაწყვეტი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ენა და საკუთარი აზრის საოცრად სხარტი, დახვეწილი გადმოცემა; თუმცა თავად აზრს, გამოგიტყდებით და, არ ვეთანხმები.
რა გინდოდა, ზარათუსტრა, ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით, ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით. ???? ჩემთვის გაუგებარია. მაზდეანობას ისევე არაფერი აქვს საერთო ზარათუსტრასთან, როგორც ჯვაროსნულ ომებს ქრისტე ღმერთთან. ამას წინათ ავესტას 'გაზებში' ვიქექებოდი. მათში გასაოცრად პროგრესული აზრებია გაბნეული. მარტო ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორობა რად ღირს.(მსოფლიოს არც ერთ დიდ რელიგიას ასეთი რამ არასოდეს უღიარებია!) ადამიანის თავისუფალი არჩევანი და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, საიქიოს არსებობა, მაცხოვრის მოსვლა, მკვდრეთით აღდგენა, განკითხვის დღე და უამრავი სხვა რამ. მოკლედ, წინა-ქრისტიანული ფილოსოფია გეგონება. ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ზოროასტრიანიზმის პროპაგანდად შეიძლება ჩამითვალონ, მე კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზარათუსტრას ხსენება კი არა, მისი სწავლების ღრმა მეცნიერული შესწავლა კაცობრიობის მოვალეობაა და ამისი ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს... პოემის სრული ვარიანტის ხილვა სად შეიძლება? პირადად მე, როდესაც რაიმე მაინტერესებს, მონიტორზე კი არა, ხელსახოცზე წაჩხაპნილსაც წავიკითხავ. ლექსის წყობა გულწრფელად მომწონს. ნამდვილი პოეზიაა, ყურით მოთრეული კი არა... რომელ ვარიანტს იხმარ, ზარატუსტრას,ზარათუსტრას თუ სულადაც ელინიზებურ ზოროასტერს, ეს რათქმა უნდა, ავტორის გადასაწყვეტია. ამ პოემის ნაწყვეტი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ენა და საკუთარი აზრის საოცრად სხარტი, დახვეწილი გადმოცემა; თუმცა თავად აზრს, გამოგიტყდებით და, არ ვეთანხმები.
რა გინდოდა, ზარათუსტრა, ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით, ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით. ???? ჩემთვის გაუგებარია. მაზდეანობას ისევე არაფერი აქვს საერთო ზარათუსტრასთან, როგორც ჯვაროსნულ ომებს ქრისტე ღმერთთან. ამას წინათ ავესტას `გაზებში` ვიქექებოდი. მათში გასაოცრად პროგრესული აზრებია გაბნეული. მარტო ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორობა რად ღირს.(მსოფლიოს არც ერთ დიდ რელიგიას ასეთი რამ არასოდეს უღიარებია!) ადამიანის თავისუფალი არჩევანი და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, საიქიოს არსებობა, მაცხოვრის მოსვლა, მკვდრეთით აღდგენა, განკითხვის დღე და უამრავი სხვა რამ. მოკლედ, წინა-ქრისტიანული ფილოსოფია გეგონება. ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ზოროასტრიანიზმის პროპაგანდად შეიძლება ჩამითვალონ, მე კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზარათუსტრას ხსენება კი არა, მისი სწავლების ღრმა მეცნიერული შესწავლა კაცობრიობის მოვალეობაა და ამისი ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს... პოემის სრული ვარიანტის ხილვა სად შეიძლება? პირადად მე, როდესაც რაიმე მაინტერესებს, მონიტორზე კი არა, ხელსახოცზე წაჩხაპნილსაც წავიკითხავ. ლექსის წყობა გულწრფელად მომწონს. ნამდვილი პოეზიაა, ყურით მოთრეული კი არა...
26. უბრალოდ ძალიან მიყვარხართ! უბრალოდ ძალიან მიყვარხართ!
24. ულამაზესი!!! ულამაზესი!!!
23. ორივე ფორმა გამოიყენება. ქართული ენის ბუნებისთვის უფრო ბუნებრივად მე "ზარათუსტრა"მიმაჩნია! სერიოზულად ამბობთ? ამ თემაზე წერა და საუბარიც არ შეიძლებაო. როცა მსოფლიოში უამრავი ლიტერატურა შექმნილა და დღესაც იქმნება. ორივე ფორმა გამოიყენება. ქართული ენის ბუნებისთვის უფრო ბუნებრივად მე "ზარათუსტრა"მიმაჩნია! სერიოზულად ამბობთ? ამ თემაზე წერა და საუბარიც არ შეიძლებაო. როცა მსოფლიოში უამრავი ლიტერატურა შექმნილა და დღესაც იქმნება.
22. რაც შეეხება ნიცშეს სიტყვებს, ღმერთი მართლაც რომ მოკვდა! რაც შეეხება ნიცშეს სიტყვებს, ღმერთი მართლაც რომ მოკვდა!
21. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი. უბრალოდ ამ ადამიანზე და საერთოდ მასთან დაკავშირებით წერა კი არა საუბარიც ვფიქრობ არ შეიძლება : ) და კიდევ: ზარატუსტრა და არა ზარათუსტრა : ) ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი. უბრალოდ ამ ადამიანზე და საერთოდ მასთან დაკავშირებით წერა კი არა საუბარიც ვფიქრობ არ შეიძლება : ) და კიდევ: ზარატუსტრა და არა ზარათუსტრა : )
20. მადლობა გიოს ჩემი ლექსის გახსენებისთვის. ყველას მადლობა! მადლობა გიოს ჩემი ლექსის გახსენებისთვის. ყველას მადლობა!
19. რა ლამაზად დახატულია... და გახსნილია მთავარი განცდა....:) ის ბოლო, სამბწკარედიც, ძალიან მომეწონა.... :) რა ლამაზად დახატულია... და გახსნილია მთავარი განცდა....:) ის ბოლო, სამბწკარედიც, ძალიან მომეწონა.... :)
17. "გალაკტიონის მერე თუ ვაჟკაცი ხარ წერე" :)
მოკითხვა ბატონ დავითს!
ლექსები მომეწონა! "გალაკტიონის მერე თუ ვაჟკაცი ხარ წერე" :)
მოკითხვა ბატონ დავითს!
ლექსები მომეწონა!
16. სული, მოკლულ ჩიტს რომ ჰგავდა, ყინვისაგან, მგონი ლღვება,
მომწონს თქვენი პოეზია ძალიან...5 სული, მოკლულ ჩიტს რომ ჰგავდა, ყინვისაგან, მგონი ლღვება,
მომწონს თქვენი პოეზია ძალიან...5
15. მაიმუნს და ზეკაცს შუა საწყლად როა გაჩხერილი,
ძალინ ღრმაა და დახვეწილი და სადა ამავე დროს! მაიმუნს და ზეკაცს შუა საწყლად როა გაჩხერილი,
ძალინ ღრმაა და დახვეწილი და სადა ამავე დროს!
14. ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ...
სიტყვები არ მეყო ემოციის გამოსახატად:) ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ...
სიტყვები არ მეყო ემოციის გამოსახატად:)
12. 5 რა თქმა უნდა.. 5 რა თქმა უნდა..
11. ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით.
კარგი იყო,ვისიამოვნე ლექსით:) ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და ღმერთი მერე მომიკალით.
კარგი იყო,ვისიამოვნე ლექსით:)
10. მინაწერი ულამაზესი დავით... ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე.
მინაწერი ულამაზესი დავით... ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე.
9. უჰჰ, ბოლო ფრაზამ ძირს დამაგდო-დამაბზრიალა, ისეთი მაგარია,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. და არამარტო ბოლო ფრაზა,, უჰჰ, ბოლო ფრაზამ ძირს დამაგდო-დამაბზრიალა, ისეთი მაგარია,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. და არამარტო ბოლო ფრაზა,,
8. ვიმედოვნებ პოემას სრულად ვიხილავთ, არც თუ შორეულ მომავალშიucha-070
გავითვალისწინე როგორ რთულია მონიტორთან ვრცელი ნაწარმოების გაცნობა, მომავალში, იქნებ დავდო. ვიმედოვნებ პოემას სრულად ვიხილავთ, არც თუ შორეულ მომავალშიucha-070
გავითვალისწინე როგორ რთულია მონიტორთან ვრცელი ნაწარმოების გაცნობა, მომავალში, იქნებ დავდო.
7. აი, პური_სხეული და, აი, სისხლი_სული შენი, უკვდავისგან მოკვდავისთვის ბოძებული განაჩენი, ოსტატური ნიმუში აი, პური_სხეული და, აი, სისხლი_სული შენი, უკვდავისგან მოკვდავისთვის ბოძებული განაჩენი, ოსტატური ნიმუში
6. საინტერესოა და ლამაზი! 5 საინტერესოა და ლამაზი! 5
5. ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ... ...ვინ იცის, ბატონო დავით, იქნებ ჩვენი ბავშვობა გველოდება ჰორიზონტს მიღმა... სასაფლაოზე გავლით. ვიმედოვნებ პოემას სრულად ვიხილავთ, არც თუ შორეულ მომავალში. ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ... ...ვინ იცის, ბატონო დავით, იქნებ ჩვენი ბავშვობა გველოდება ჰორიზონტს მიღმა... სასაფლაოზე გავლით. ვიმედოვნებ პოემას სრულად ვიხილავთ, არც თუ შორეულ მომავალში.
3. "ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ " გენიალურია ბატონო დავით! :) "ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ " გენიალურია ბატონო დავით! :)
2. -არ დატოვო ზარათუსტრა გზა ღმერთის და არ წახვიდე. -არ დატოვო ზარათუსტრა გზა ღმერთის და არ წახვიდე.
1. * ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ... * ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, სოფლის ბილიკო, სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|