ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: იუმორისტული
11 აპრილი, 2026


ჩემი მხიარული რითმებიდან

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

***

  “ემოსაო” შოთამ  ბრძანა, ამას რამე აცვია?!
ნეტა სად გაიკეთა ბიკინ-ეპილაცია?!

***
თინათინს გადმოუვარდა სცენაზე  ძუძუსთავები!
ძმაკაცი მეუბნებოდა:- ძუძუსთავებზე - დავები!

***
ამ დადგმაში ყოფილან მთლად ფილოსოფოსები.
დაამხეცეს სცენაზე ზეზეულა პოზები!

***
ესეც  - იყოს  ერთი - მაღალი შაირით

რობერტს - შოთა - ნაყვარება, -არ აძინებს ტრფობა მისი!
სიყვარულში გალევია ოცწლიანი სამზადისი,
მსახიობებს უცქერს ისე, თითქოს გვყავდეს არამისი.
დასი არა,  დასარჭობი  ახლა უნდა რამ -სადგისი.

ერთიც  - დაბალი შაირით და გავდივართ!

ესე ამბავი სპარსული ჩინს ერთს დიდ ქვაზედ სწერია:
“რას ამბობს, რა მოუჩმახავს,  რა წიგნი მოუწერია!”
ნეტა რად  სწადის  რიბიკოს, თუ სადმე დასაწერია?
წიგნს  ვერაფერი გაუგო, თვლის, რუსთაველი -  მწერია!

რეზიუმე

ყველა დიდი რეჟისორი მან ჯიბეში ჩაისვა, რა,
დადგა ვეფხისტყაოსანი  და ბოლომდე ჩაისვარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები