ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2026


გამეორება

მომიშვი გულთან, როგორც ღამე მოდის ფიქრებთან,
გიყვარდე, როგორც პირველკლასელს უყვარს ანბანი,
გამიმეორე ყოველ დილას, ყოველ საღამოს
და არასოდეს დამთავრდება ჩვენი ამბავი...
თორემ ცხოვრება ემსგავსება ნელ-ნელა ჭაობს,
საკუთარ თავთან დარჩენა რომ შენვე გაშინებს,
დადიხარ კენტად, გაორებულ თვალის გუგებში,
არარსებობა არსებობას თითით ანიშნებს...
ქრები...სიშორე ანადგურებს ქარიშხალივით,
გამიმეორო იქნებ კიდევ თბილი სამყარო,
გამიმეორეო, როგორც ლექსი გალაქტიონის,
გამიმეორო, რომ ცხოვრების აზრი ატარო...
სულ ტყუილია ახლა ჩემი გათამამება,
თოვლიან ღამეს სტრიქონები...ერთი...მეორე...
შეგატყვე, უკვე ვერასოდეს დამიზეპირებ,
დაგავიწყდები...მერე ისევ გამიმეორებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები