ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2026


ცალი ფრთა

თავგზაარეული დავდივარ ქალაქში,
შენს სულში ვსახლდები და ვცდილობ შეგიცნო,
ვირგებ შენს ხასიათს და ვხდები ისეთი,
როგორსაც შენს მეტი ვერავინ ვერ მიცნობს...
მძიმდება ჰაერი, იქ სადაც არა ხარ,
ვატყუებ აწმყოს, რომ აღარ მედარდები,
მე ვეღარ დავფრინავ, მომტეხე ერთი ფრთა
და ახლა ცალი ფრთით აღარ გეკადრები.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები