ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2026


გელი

გელი
გუშინ ორღობეში დაგელოდე,
ნაბიჯს მონატრებულს, მოველოდი.
სარი შევუყენე ბებერ ღობეს,
დრო რომ გამეყვანა, ცოტაოდე,
ბებომ გადმომლოცა თხილნარიდან,
კვნესით მოფუსფუსემ ღობის იქით,
ჯანმრთელობაო და, იღბალი და,
უფლის წყალობაო. მადლით მიმზერს.
ისევ დავბაჯბაჯებ ორღობეში,
უკვე დაღამდა და უფრო გელი.
შენ კი, უკვე სხვისი გამხდარხარ და,
სხვასთან გაგიყვია სარეცელი...
მე კი, _ორღობეში ისევ ვდგავარ,
ხელჯოხითა ვარ და, მრუდე წელით,
უკვე სხვისი შვილის ბებიაც ხარ,
მე კი...
გელი...
27.02.2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები