ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათეუს
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2026


**********

ანასტასიას


აპრილის წვიმა და ქუჩაში ჰაერი
მძიმეა, სიცივეს იფარავ ქურთუკით.
სიგარეტს იღებ და ,,მოვწიო? არ მოვწევ.."
გახედავ ქუჩას და ისევ ცრის.
აპრილის დილა და ასეთი ამინდი,
მის ტუჩებს გაგონებს წვიმის ხმა
ჰო თითქოს:
იზიდავ შენსკენ და გეტყვის ,,არ შემეხო..."
გეტყვის რა , ჩურჩულებს - ეშვები...

იხსენებ თავიდან, იხსენებ ყველაფერს
და თითქოს შენ არ ხარ,
სხვის ტყავში ჩაძვერი,
გიყვარსო იკითხავს ვიღაცა მეორე,
მიყვარსთქო პასუხობ - ნებდები.

პეკინის ქუჩაზე მიდიხარ,
უყურებ..
იცი რომ აქ ცხოვრობს,
რამდენ ხანს ეძებდი..
უკიდებ სიგარეტს,
სულ სამი ნაფაზი...
ზედიზედ მეორეც - ეწევი.
ნუ მოწევ ჩურჩულებს, ვიღაცა მეორე
ხელს უქნევ თუ ძმა ხარ - შემეშვი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები