 | ავტორი: ანა.ანა ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2026 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სანამ გაიზრდები უნდა მოასწრო. იგრძნო. დაინახო. არაფერი თქვა.
სანამ გაიზრდები უნდა მოასწრო. გეტკინოს. დაიტანჯო და ვერავინ გაგიგოს.
სანამ გადაწყვეტ, უნდა დარწმუნდე_ ყველაფერი ამაოა. არავინ მოვა დასახმარებლად არავის დააკლდები არავინ მოგენატრება
სანამ გადაწყვეტ, უნდა იგრძნო_ როგორ იხრჩობი ფსკერზე როგორ ხრიალებ, ბოლო ამოსუნთქვისას
თვრამეტ წლამდე, მხოლოდ ესაა დაშვებული თვრამეტ წლამდე, მხოლოდ ესაა ნებადართული
მერე გაგკიცხავენ. იარლიყებს მოგაწებებენ... მიზეზებს მოგიძებნიან.... დაგიშლიან.... სხვა გზებს დაგიხატავენ....
სანამ გავიზრდებოდი, მანამდე უნდა მომესწრო. თუმცა_ ვერ გავბედე ვერ დავამათავრე... ვერ გავექეცი...
რადგან ხელისგულებს, ღმერთის სითბო ჰქონდათ... მზესავით ბზინავდნენ, უმზეო ქალაქში...
ახლა ზუსტად ვიცი რომ არ უნდა მომესწრო... არ უნდა გავქეულიყავი.... არ უნდა დამემთავრებინა.....
ეს უბრალოდ, დედამიწაა, სადაც თვითმკვლელობა, მხოლოდ თვრამეტ წლამდეა ნებადართული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|