| ავტორი: მათეუს ჟანრი: პოეზია 24 აპრილი, 2026 |
ანასტასიას
წამო, წავიდეთ სხვა ქალაქში დავიდოთ ბინა, იქ ზღვის ნაპირებს ეხეთქება ჩვენი ტალღები, ჰო შორს წავიდეთ, გადავლახოთ ძველი სამყარო, დავიდოთ ბინა იმ კუნძულზე სადაც ჩვენ ვრჩებით
მარტო. ჩავაქროთ ამ ქალაქის ყველა სინათლე ჩავრაზოთ უკან მოსასვლელი ყველა კარები, გზაში მოგითხრობ სიგიჟემდე როგორ გიწამე, რომ ყოველ ღამე სანამ დავწვები - შენ მელანდები.
წამო, წავიდეთ დავივიწყოთ ძველი მითები, ყველა ეს სტრესი დავუტოვოთ ამ ცოდვილს ქალაქს, იქ უსასრულოდ, სამუდამოდ ერთად ვიქნებით, ეს ტკივილები და განცდებიც თავისით წავა.
სადღაც კუნძულზე, უხალხო ქალაქს დავიდებთ ბინას, იქ კლდის რიფებზე თავაწყვეტით კვდება ტალღები, წამო, წავიდეთ წლების შემდეგ ხომ მაინც მივალთ? და სამუდამოდ ამ სამყაროში ხომ არ დავრჩებით?
წამო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მე და შენ უხალხო ქალაქში)) მე და შენ უხალხო ქალაქში))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|