| ავტორი: საინშაინ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 აპრილი, 2026 |
საათი, რომელსაც გამუდმებით შესცქეროდა, ნამსხვრევებად იფშვნა და უცებ, სულში სიცარიელე გავრცელდა. მზერა გაყინული, თავდახრილი, მისცქეროდა ღრუბლებში მიმოფანტულ ფიქრებს, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვეღარ პოულობდა და იდგა ასე ერთხანს, დიდხანს და თითქმის დაუსრულებლად, უმისამართოდ გაშტერებული. ჯიბიდან ხელის ფათურით ახალი საათის აღება დააპირა, მაგრამ ელოდა ვინმეს? ელოდა რამეს? აღარ იცოდა, აღარ ახსოვდა და მაინც აღელვებით დაეძებდა ახალ საათს, რომელიც ალბათ ახლიდან შემოეფშვნებოდა ნამსხვრევებად, რომ ეპოვნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|