 | ავტორი: ველისციხელი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 1 მაისი, 2026 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან #რუსთველიანა
ნდს
პოსტმოდერნი არა და ფლავი კიდე!
პოსტმოდერნი, დემითიზაცია, დესაკრალიზაცია, ტექსტით ირონიულ- პაროდიული თამაშები და მისთ კი არა და, ფლავი კიდე! პოსტმოდერნი არაა ის, რაც მოდერნს მხოლოდ ქრონოლოგიურად მოსდევს, მას არსობრივად, აუცილებლად სჭირდება უკიდურესად განვითარებული მოდერნი, კულტურითა და ცივილიზაციით გაჯერებული, სპეციფიკური მდგომარეობა. უთუოდ ქართული კოკობზიკობაა, რომ სადაც კი პოსტმოდერნის რაიმე გარეგნული ნიშანს წააწყდებიან, ნიშანს რომლითაც ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება ოდითგანვე, საუკუნეთა მანძილზე ისედაც სარგებლობდა, არიქათ, ვიპოვეთ, გვქონია ქართულადაც, (ქრისტემდელი ქრისტიანობის ნიშნები), ან აგერ შეიქმნა, პოსტმოდერნიაო! - ცდილობენ დაგვაჯერონ. საქართველოში დღესდღეობით შესაძლებელია პოსტმოდერნის მხოლოდ გარეგნული იმიტირება. არსობრივად ქართული ხელოვნება არათუ მანდამდე არ მისულა, წესიერად მოდერნის განვითარებასაც ვერ მოვესწარით. დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან “ცისფერყანწელთა”დაწყებული განახლებისკენ სწრაფვა და გენიალური გალაკტიონი რომ არა, ქართული პოეზია ღრმა ეპიგონობაში ღაფავდა სულს. მუსიკასა და ფერწერაში, ქანდაკებაში და ა.შ. - სად ვიყავით, გახსენებად არ ღირს, მერე ამას საბჭოური იდეოლოგიით - ხელოვნური კონსერვაცია მოჰყვა მოდერნისა და სოცრეალიზმის საფარქვეშ - რაღაც მაინც ვითარდებოდა. გარკვევით ვაცხადებ! პოსტმოდერნი კიარა, ჩვენში მოდერნია, სინამდვილეში, ჯერ კიდევ ასათვისებელი. როცა სტეფან მალარმე იწყებს წერას თავისი “წიგნისა” (1880) , რომელსაც გარდაცვალებამდე წერდა (1898 გამოიცა მისი გარდაცვალებიდან ასე, სამოცი წლის მერე(1957) იმ დროს ტურფა საქართველოში - სულ რამდენიმე თვით ადრე იქმნება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”(1879). წერა-კითხვა, მგონი, კია გავრცელებული დღესდღეობით, მაგრამ წიგნიერებისა - რა მოგახსენოთ! სადღაც თვალი მოვკარი ,, ქართველთა შორის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებაც”შექმნილა ამას წინათ. ასეთ “წიგნიერ” საზოგადოებას “თხა და გიგოს” თუ მოუყვები რაიმე “პოდკასტით”, საკუთარი ინტეპრეტაციით, პირდაპირ დაგიჯერებს. ორჯერ არც დაფიქრდება! მთავარია, რამე მანქანებით, ერთხელ წიგნიერი კაცის სახელი გაიგდო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რობერტ სტურუას დადგმაზე ვიღაცამ კომენტარში დამიწერა, თქვენ რა გესმით, ეს - პოსტმოდერნიაო! ეს ოპუსი საპასუხო კომენტარის წერისას ,,შემომეწერა” რობერტ სტურუას დადგმაზე ვიღაცამ კომენტარში დამიწერა, თქვენ რა გესმით, ეს - პოსტმოდერნიაო! ეს ოპუსი საპასუხო კომენტარის წერისას ,,შემომეწერა”
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|