ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2026


არა,ჩვენ!

სულელურად გადიოდა დღე და,
ამ ნაპრალებს ამოავსებს ღვინო,
ვერ ვივარგე გავიღვიძე მე და,
ჩავრთე ისევ ჩემი ძველი კინო,
ამ კინოში გათენებას ვხედავ,
თუ სიზმარმა არ დამიდო ფეხი,
გასაბედსაც ასე ლაღად ვბედავ,
არ მაშინებს ურდო ანდა წნეხი,
თუ მაისი ასე ცივი დადგა,
მაშ მერანო გასწი გაგდის ოფლი,
არა ასე არაფერი ვარგა,
გავარდება სადმე კიდევ თოფი,
ჩემო გულო აწ ნაცნობო სევდით,
ჩემო თავო, დაგლეჯილი ფიქრი,
რაც მინდოდა მაინც მე რომ ვერ ვთქვი,
ალბათ ასე გაღიმება ვიცი,
მერე ჭალას დავუყვები მარტო,
ალბათ ასე ნაცნობი ვარ? ვისთვის?
კარი დამხვდა კარი ღია ფართოდ,
მე თქვენი ვარ თქვენთვის ასე ვიცლი,
მე ფერები ასე თუ მაქ მშვიდი,
მაშინ რაღად,გაღიმებად იყო,
ასე თუ ვარ მატყუარა ფლიდი,
მაგრამ მტერი არა,არა ვიყო,
შემეფეთა მე სამარხის სუნი,
დარდში ვწევარ თითქოს ვიყო ღმერთი,
დამიმძმიმდა ეს ნაწრთობი სული,
მომაფხიზლეთ სილა მარტყით ერთი,
ეს სიშორე ამბავია დარდით,
ასე მარტო ამის თქმაში მთვრალი,
მე თუ ისევ ასე შემიყვარდით,
არ მექნება მერე ღმერთის ვალი.

თ.გუბრლიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები