 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 მაისი, 2026 |
ჩვენ
ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
.................................................................................................................................
ჩემი ლექსის ადრესატი - ნათია სებისკვერაძე ისე იცნობს ჩემს შემოქმედებას, მე არ ვიცნობ მასე... და ეს ძალიან მახარებს! ❤
მე და ნათია ხშირად ვსაუბრობთ ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაზე. გამორჩეულად უყვარს ქართული პოეზია. ,,ჩვენისთანა პოეტები არავის ჰყავსო“, მითხრა ერთხელ საუბარში.
ნათია სებისკვერაძეს განსაკუთრებულად მოსწონს და უყვარს ნოდარ ჯალაღონიას შემოქმედება. ნათიას, ისევე როგორც მე, მიაჩნია რომ ნოდარ ჯალაღონიას ლექსები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. ახალგაზრდა თაობა პატრიოტულ თემატიკაზე უნდა იზრდებოდეს.
ქართული საზოგადოება უნდა იცნობდეს ასეთ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად და უანგაროდ უყვართ ყველაფერი ქართული.
პატივისცემით - ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|