 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კვიცი
(სპენსერული სონეტი, ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით ????????????????\bcbc cdcd\ee).
სამი კვირაც იქნება, სულ კვიცებში დავდივარ, ვარჩევ ჯიშის მიხედვით, არდამთმობი მისხლის, ახლა ვფრთხილობ ძალიან, თორემ ისე - მარდი ვარ. -დედის სახელს უსმინე - გამყიდველი მიხსნის -
თუ გინდაო იპოვო კვიცი, წმინდა სისხლის. ვეუბნები ამაყად, რომ ეგ წესი ვიცი. ისიც ვიცი, რამხელა მიჯობს ანუ მის ხნის უნდა იყოს, კარგი რომ გამომადგეს კვიცი.
- ცოდნა უნდა ყველაფერს, რაა დასაფიცი! გამოდგომის ამბავიც დაუმატე ბარემ; კარგად უნდა გესმოდეს ქიცმაცური-ქიცი, დასჭირდება შეწყობაც, ვიდრე სხვებში გარევ!
- მერე გვიან იქნება, თუ გამრჩევი არ ხარ, თავი გინდა ცოცხლად თუ ცოცხლად დასამარხად!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|