ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2026


დირჯი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დირჯი

(სპენსერული სონეტი,  ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით)

“ბედმა ორი გზა მაჩვენა
და უნდა გადაგირჩე,
წასვლაც ძნელია, დარჩენაც
- ორი ძნელიდან ვირჩევ”.

გიგლოვე, გამოგიდირჯე,
ვიქეცი მე ცრემლვარდნილად,
ვთქვი, იქნებ  სიკვდილს მივრჩე,
ცა -  ვარდით გადაბარდნილა.

მე ადრიანად, ამ დილად
მოუსავლეთში წავალ.
ვერსად მიპოვი ნამდვილად.
უკვე მიწა ვარ, ცა ვარ!

საფლავი  - ბევრს აქვს განა?!
მკვდრებიც ცოცხლებში დგანან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები