დადის თბილისის ძირძველ უბანში, ათასი ჯურის მგზავრი, ტურისტი, გიდი, მაკლერი, ავანტურისტი, უცხო სამოსით და წვერ-ულვაშით. სხედან მხატვრები ლუკმა-პურისთვის აკვარელებით, ზეთით, გუაშით.
სხედან და "ქართლის დედას" ჰყიდიან, "მტკვარს", "ნარიყალას", "სიონს" ჰყიდიან. და კმაყოფილნი ეს ტურისტები, თურქნი, სპარსელნი, დიდო, ქისტები, გაკვირვებულნი ფრიად მიდიან, რადგან არავინ დახვდათ ხიშტებით.
გამგები ალბათ სწორად გაიგებს: მოყვრად მოსული აქ - მეტს წაიღებს! მტერს კი, არაფერს არ გაატანენ - მტერს საქართველოს "დაუხატავენ!".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აქტუალური თემა. აქტუალური თემა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|