მე უმოკლეს ხანში ჩაგიხუტებ ვიცი, ჩახუტების მსგავსი ჯერ მე ვიცი ფიცი, არმაგედონს გავდა ჩუმი შენი კოცნა, აღარ მჯერა არვიც მე ხვალამდე მოცდა, ჩემო სულის ქნარო ჩემო ეშხო დილის, ჩემო ნიავქარო ჩემო დედავ შვილის, თუ ხე ბაღნარს ახსოვს ჩახუტება ჩვენი, მერე ალბათ დილამ რომ აავსო სხვენი, ახლა სხვაფრად ვიქეც დილის ნიავ სხივით, ეს გრძნობა და სიო ნაზად კანზე მივლის, ჩუმი ნიავ ქარი და გაბნევა ზღვისა, ჩუმი შეგონება არა მინდა სხვისა, მე შენი მწამს გულით დავატარებ სათქმელს, აღარ ვიცი აღებ თუ კეტავ მაგ სარკმელს, მე ერთი მწამს გული ვიცი ჩემსკენ გიწევს, დავიპყრობდი შმაგად მაგ შენ ნათელ მიწებს, გავთელავდი ცხენით აოხრებულ ბაღნარს, მაგრამ მაგის მეტი აბა შენ ხო არ გაქ, უცბად მომდის ცრემლი განშორების გამო, თუ ჩემი ხარ ისევ იმ ბაღნარში წამო, საცა გარიჟრაჟზე დავეჩვიე ღვინოს, მინდა ჩვენმა შვილმა გვერდით ჩამირბინოს, მინდა გული მკაცრად მითელავდეს სათქმელს, და შენც ამით მშვიდი მიხურავდე სარკმელს... თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჯერ ფიცი, მერე ჩახუტება აი ეს მწამს. ჯერ ფიცი, მერე ჩახუტება აი ეს მწამს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|