 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 13 მაისი, 2026 |
ვერავინ და ვერაფერი საერთოდ ვერავინ და საერთოდ ვერაფერი ვერ ამოავსებს მაგ სულიერ სიცარიელეს.
საიდან გაგიჩნდა ეგ ხვრელი, თუ ზოგადად ბუნებრივია მაგ უფსკრულის არსებობა?
თუ შენ ხარ ემოციური ინვალიდი და სადღაც დედიკომ სათანადოდ ვერ დაგარწია ან მამიკომ გვერდით გაიხედა, როცა წაიქეცი?
და სხვები მთლიანები არიან, გგონია?..
ანდაც იქნებ, ყველა საკმარისად არწიეს და ანანავეს, ყველა საკმარისად წამოაყენეს წაქცევისას და ნატკენზე აკოცეს, მაგრამ ადამიანია ასეთი გატეხილი, არასრული არსება.
საკუთარი არასრულობით გულშეწუხებული, რით აღარ ცდილობ რომ გაძღე.
ზოგი საშინლად ზედაპირულია, ზოგი მეტად სიღრმისეულად აღიქვამს ამ შინაგანი ღრმულის ტრაგედიას.
მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ღრმული. და ღრმული ყველას აქვს. ხედავს მას თუ არა, იცის ეს თუ არა.
საერთოდ ვერავინ და არავინ, გაგიცნობს იმ სიღრმეში - მაგ ღრმულამდე ვერავინ ჩამოგყვება და ვერა არსება ვერ შეძლებს ისე ამოისუნთქოს შენი ფილტვებიდან, როგორც შენ ისე გამოიხედოს შენი თვალებიდან , როგორც შენ.
ისინი საკუთარი ფილტვებითაც აღარ სუნთქავენ და საკუთარი თვალებითაც ვეღარ ხედავენ.
ამ საშინლად ავტომატურ გარემოში, შეშლილობაა იყურო შენი სულის ფსკერიდან, და საღი დარჩე.
მთელი არსებობა რომ გადაყლაპე, აბა რა გეგონა? მარტივი იქნებოდა ამხელა ყოფიერების მონელება - ერთი ცალი ადამიანისთვის?
...
ადამიანი საშინლად მარტოსული არსებაა და ვაი მას, ვინც ამას შეიცნობს.
ვაი მას, ვინც აღარ გარბის
ვაი მას, ვინც აღარ ეძებს შემვსებელს და გამაყუჩებელს.
ვაი მას, ვინც თვალგახელილი მისჩერებია საკუთარ ღრმულს და აღარც სტკივა.
მანამ სანამ მის გარშემო ადამიანები გაგიჟებით ეძებენ ახალ საწოვარას, ახალ გამაყუჩებელს, ახალ დროები საკვებს...
ეს კი დგას, დგას და ეგუება.
13.05.2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შემოვედი რომ მეთქვა, ალბათ მეასედ, რა მაგარია თქვენი ნაწერები! განსხვავებული და ღრმა.
შემოვედი რომ მეთქვა, ალბათ მეასედ, რა მაგარია თქვენი ნაწერები! განსხვავებული და ღრმა.
1. მძიმე ლექსი მძიმე ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|