ლურჯად აყვავდა კლდის ქიმებზე წელსაც კესანე, ყოველ გაზაფხულს პაემანი დათქვეს მარტიდან, არ დაივიწყეს, მათ ვერ შეძლეს, შენ კი ძვირფასო, როგორ შეძელი დავიწყება ასე მარტივად...
***
გადაიპენტა გვირილა, კლდის ძირი ყვითლად დაფერა, ორთავე ისე ჰყვარობდა, ორთავე ისე ჩქარობდა, ორთავე ისე ეცადა, რომ ყოფილიყვნენ საფერო...