დავიღალე მე ამდენი ხველებით, თავის დახრით ,უცხოს რომ მოფერებით, დავიღალე მე ამდენი სიშორით, ვეცადე და დარდი ვერ მოვიშორე, დავიღალე მე კონკურსთა ყურებით, ისე ვამბობ არა მჭირს მე შურები, დავიღალე მე ამდენი ბაასით, აქ ყოველი უსულგულოდ ბაასობს, დავიღალე სახსრის ჩუმი ტკივილით, და სხვის შვილის უბედური ტირილით, დავიღალე მე ამდენი ლექსებით, აქ ყოველი ნაფიქრალი ლექსია, მესმის ჩუმი გაცინება თბილისის, ხმები ისევ გაფუჭებულ ვილისის, დავიღალე მე სამყაროს ხედებით, ყველა ხევი ვისთვის ,მაგრამ ხედია, დავიღალე გულის თქმების ყურებით, ჯერ ცოცხლად ვარ სულ ნუ გაიწურებით, დავიღალე მე შიმშილის თამაშში, მაგრამ ვიცი მადა მოდის ჭამაში, დავიღალე დღეს სარკმელი გავაღე, აქ ყოველი იყო თითქოს გაღება, დავიღალე მე სიშორის ტკივილით, ჩუმი მოთქმით და აზრების წივილით, დავიღალე მე ამ გრძნობის თამაშში, მაგრამ მაინც რა იქნება თამაშად, დავიღალე გულისყურის გაგებით, ამ ყოველის ასე რითმად აგებით.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. იხარეთ მუხა,საინტერესო შეფასებებია♥️ იხარეთ მუხა,საინტერესო შეფასებებია♥️
1. გულწეფელი ლექწი.
რაც უფრო ღრმაა სევდა , დარდი და ფიქრი , მით უფრო ახლოსაა ღმერთი! გულწეფელი ლექწი.
რაც უფრო ღრმაა სევდა , დარდი და ფიქრი , მით უფრო ახლოსაა ღმერთი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|