ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2026


სახსარი აზალგაზრდობისა



თუ პიკული იყიდე,მაშინ ჭამე ბევრადა,
პახმელიას ვერ ვგრძნობდი,ულვაშს ვგრძნობდი წვერადა,
ცამ სეტყვა და იმედი გამიჩინა ბევრადა,
ღვინის ბოცა მეგონა წაქცეული ქვევრადა,
ახლა მადა გამეხსნა როს დიდია ერთობა,
მადის გვერდით იმედი დაგეგმილი ვერ თრობა,
სახე ფიჭის მაგვარი ფუტკარს უთხრეს მეფობა,
კატამ ნაბიჯს გაასწრო დაივიწყეთ ერთობა,
აქ ბაღი და ეკალი მოსაწევის გემოზე,
აქ სილაღე აკვანთა სახსარს უნდა დგებოდეს,
ახლა ვაჟი კინტაურს თუ როდესმე რგემობდეს
მერე ალბათ მოკვდება მაგრამ სიკვდილს ხვდებოდეს,
უსიამო სიტყვები ახალგორის უბიდან,
გასვრილია სახსრები სისხლი მოდის შუბიდან,
აქ ყველამ რომ იცინა სახე არაბს აგონეს,
და ყივილი შემუსრეს ბანი მისცეს გამგონებს,
აქ ყვავის და აქ მოდის ამბებად ეს ჭორები,
თუმცა გვიდგას სიცივე მარტში ანაგორები,
ქუჩას ცემენ ახვრები ფუ ეს მეფის ჩმორები,
მე ვინ ვარ და იცოდეთ ამის მწერი ცხოველი,
ახლა სახსარს ადგომა თუ მასავით უნდოდა,
სადაც ვანში ვიხილე მე სიფხიზლე ურდოდა,
მერე ალბათ ყმაწვილი ვინმე ახვარს უძმობდა,
მაშინ სალი კლდესავით გაღიმება უნდოდა,
თუ განცხრომა მაისის კიდევ ხვდება აისად,
მაშინ მოგვკლეს მემგონი დრომაც გაიმაისა,
ცხელ ზაფხულში ელარჯი შეიჭმება თავისად,
მაგრამ ცხოველებივით ვერვინ გაითავისა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები