 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2026 |
კარგს არაფერს მოიტანსო ეს ქარი, მტვრის ქალაქში აცხადებდა რადიო. მე ყველაფერს ძველებურად გპატიობ. წყენაც ხელებს მივათვალე. ათიოდ. შეხე, ღრუბლებს, იფიქრებ, ნაფრესკალი... შენი კანი სიცივისგან გალურჯდება. გალურჯდება, როგორც ზღვაზე ალბატროსი, გალურჯდება ყველაფერი, თავის დროზე, გალურჯდება, გალურჯდება ავგაროზი და თვალები - უმწიფესი ალუჩები. მზე ღრუბლებში გადაგორდეს აზიიდან, რომ სილურჯეს შეეპაროს ფერი ქარვის, არვის, არვის დაუჯერო, ქვეყნად არვის, მზე ქარვაში ამოავლებს მაღალ ალვებს, მაისიდან მზე ღრუბლებში აიზიდოს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წარმოსადგენად შემზარავი იყო გალურჯებული ყველაფერი, მზის ქარვაში ამოვლებულ ალვებს რომ არ მოესწრო სულზე :)
შე მაგარო <3
წარმოსადგენად შემზარავი იყო გალურჯებული ყველაფერი, მზის ქარვაში ამოვლებულ ალვებს რომ არ მოესწრო სულზე :)
შე მაგარო <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|