ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2026


***



გულმა რეჩხი მიყო,
როცა სიტყვას გადავედი,
ზიგზაგურად გავწკვარამდი
შენი თანავარსკვლავედით.

ტყე მეჩხერი იყო,
მეგონა ცას დავფარავდი,
ვიზოზინე, თავს გავედი,
გზადაგზა დავპატარავდი.

მომძახოდნენ - ბრიყვო,
სიტყვას გაუცვდა ხავერდი,
რაც განიშნა ვენახმაო
სამშობლოს გაახარებდი

ბედმა ხელი მიჰყო
კალთით უცრა ენას ხაო,
სინანულით  დამავალა
ერთხელ მაინც, სხვანაირი
საქართველო გენახაო.

24 მაისი 2026 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს