ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2026


კოშმართა სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კოშმართა სონეტი
(ონომატოპეა)

დაიხრიალებს ქვიშა და
დაიღრიალებს მხეცი.
შრიალში -  არა მიშავდა,
რას უცდი,  მხეცო, მეცი!

თოფისა ისმის ჭახანი,
ქედი უბრუნებს ექოს,
ნეტა გამოხდა რა ხანი,
ნეტა არცა რა  მექოს.

რა მოსდევს წყალთა ჩხრიალებს,
რა აჟივჟივებს  ჩიტებს.
გველი სისინით სრიალებს,
საცაა  შემომიტევს.

გაღვიძებულზე - კანკალი,
ნასიზმრალსუკან  - ქალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები