ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2026


=ზამთრებისა==


გაიღიმე,
ოთხ კედელში
ჩემთან ერთად ჩამწყვდეულო, 
ანგელოზო.

ჩემსავით ფრთებ- გაჭვარტლულო და მობუზულო.

ცოტაც და ... გაზაფხული მოვა;
ცოტაც და .. ერთად გავალთ
მღვრიე ცისქვეშ.

იძინე,
სველ კედლებში
ჩემს გამო ჩარჩენილო,
მფარველო ანგელოზო.
ახლა, შენ იძინე ... _
და მე - ვიფხიზლებ შენთვის.

ხომ იცი, სანამ, შინ ვარ,
არც არაფერი რომ მემუქრება.
არც, რომ ქარმა დამკრას,
არც, მზემ დამბეროს,
არც, ქვამ მასველოს,
და არც, წვიმებს მოვდო ფეხი.

იძინე, ჩემო ჩემთვის
გადაღლილო ანგელოზო.
მხოლოდ, ამ სიჩუმეს დააფარე
დანესტილი ფრთები.

დავითმინოთ ,
ჩემო ჩემთან  ჩაკეტილო  ანგელოზო.
ცოტაც და .. ერთად გავალთ
ღრუბელ- მღვრიე ცისქვეშ.

19.02.2026
ნ.პ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები