ჯერ აიხდენს ჩემ ოცნებებს სხვა, სრულიად სულ სხვა; გადაუვლის ეს დეკადაც, თვალს შერჩენილ ხედებს. კავკასიის ყინულოვან ქართა ჩემსკენ ქროლვა მომასწავებს არას კარგს და არას საიმედებს. მომასწავებს, მაგრამ ჩემთვის სხვა ნიავი მოაქვს; ვამბობ, როდი ვეგუები გაშეშებულ სივრცეს. მე ასევე არ მგონია, შემაკავოს თოვამ, რადგან ყველა მწუხარებას, თავის ღიმილს მივცემ. ასე გულმა, ყოველ დილით, თუ არ გაიბრძოლა, თუ კი ჟინი იმუხლება მიწის სიახლოვეს, თუ მომავლის უცხო ფიქრმა უხმოდ გაიქროლა, მაშინ შენმა იმედებმა უკვე დაგიგლოვეს. თუ დღეებმა განაბულად თვალთან გამირბინეს, და სარკმელთან ჩემი ფიქრი ზამთრად დამიმკვიდრდა, თუ სურვილებდახრჩობილი მზერა გაიმეფებს, მაშინ ჩემი ლანდიც, ალბათ, შორეთს გამიდგება. მაგრამ ამ ჩრდილს ჩემთან ახლოს, სადა ქვისფრად ვიწვევ, არ უარვყოფ, თუ კი მხოლოდ ღამემ გადაფარა. ამ ღამესაც შეუმჩნეველ სილამაზედ ვირჩევ, რადგან მჯერა, ყველა ცუდში კარგიც დაიფარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჯონათან, რა თქმა უნდა არა, ლექსი ჩემია და თანაც საკმაოდ ძველი ჯონათან, რა თქმა უნდა არა, ლექსი ჩემია და თანაც საკმაოდ ძველი
2. ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა ? :)
ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|