ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2009


ჩემი მემუარი

ფოთლებს ყასაბივით ქარი აქუცმაცებს,
ზეცამ გადაიცვა თეთრი პენუარი;
ზუსტად ეს ცხოვრება ხიბლავს არაკაცებს,
ყველამ დაივიწყა ჩემი მემუარი.

რითმით შეიფუთა ტვინის უჯრედები,
თითქოს პოეტობა იყოს ჩემი ბრალი,
უკვე ამ ცხოვრება აღარ ვუჩერდები,
ქართან დიფუზიას სინჯავს თებერვალი.

ჩემ გზას ნაყოფები ჯერაც არ ასხია,
და ეს ღამეები ყველა ლაჩრებია,
წავალ სათათრეთში,როგორც თუთაშხია,
როცა თხუთმეტ წუთზე შეგევაჭრებიან.

როცა უშენობა,ვიცი მთავარია
ვფიქრობ პოეტობას ასე რად ვეხები?
საით გავიხედო ყველგან სამარეა,
თითქოს ჩამოთოვა შუშის ნატეხები...

  ჩემ გზას ნაყოფები ჯერაც არ ასხია......
         
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები