ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2026


Space monkey

Space monkey დედამიწაზე რატომ დაიკარგა?
რა გინდოდა აქ, რომელ დაკარგულ ნაწილს ჩამოყევი.

ეს არც მარტოობაა
არც ცუდად ყოფნა
ცოტა მოწყენილობაა
ცოტა აბსურდის შეგრძნება
ცუდადაც რომ ვერ ხარ,
მაგრამ არც კარგად ხარ,
აზრდაკარგული ხარ თქო ვიტყოდი, რაიმესთვის ოდესმე აზრი რომ მიგვენიჭებინა.

ეს ის მომენტია ნარკომანები წამალს რომ ეძალებიან
და ლოთები სასმელს,
მაგრამ ჩვენ იმდენად მაზოხისტურად შეგვყვარებია
ჩვენი მახინჯი და თან სასაცილო რეალობა,
ცოტა ტრაგიკული და
ცოტა სიყვარულით გაძეძგილი,
გადავწყვიტეთ მას არ გავექცეთ და ირონიული სახით
მეათასე ცრემლი შევიშროთ თვალებზე. 

We're sown together
She's born to mesmer
მაიმუნებივით დავცინით საკუთარ თავებს მაშინ,
როცა უშინაარსო სამყაროს შესახებ მეათასე აზრს ვისმენთ,
და მეათასე ღმერთის შესახებ მოვისმინეთ, რომ
მეათასეჯერ გვეთქვა რომ არა -
არც ეგ ღმერთი არ არსებობს.

Beside, astride her
I die inside her
სასოწარკვეთილი სიყვარულით თავის გაბრუებას,
ისევ ერთი და იმავე მუსიკის მეათასეჯერ მოსმენას ამჯობინებ,
სანამ საკუთარი თავის ორგულები,
სხვას ერთგულებას ეფიცებიან ,
ძილში კი შემდგომი ღალატისთვის
შესაფერის კაბას არჩევენ.

შუალედური გრძნობებით მობეზრებული,
უყურებ უკიდურესობებში დაკარგულ ადამიანებს და გესმის მათი,
გესმის რატომ ხუჭავენ თვალებს მაშინ, როცა რეალობის მეორე მხარე თავს ამოჰყოფს.
თავი თუ არ მოიტყუე,
ისე როგორ ეტყვი - მიყვარხარ -
შხამის ულუფის გარეშე?

Don't let me down
Like you let me down before
სანამ ჩვენი სხეულები დროებითობის მიწით გაქრება,
შეგვიძლია ამ
სიყვარულით გაძეძგილი ხედით დავტკბეთ,
რომელსაც გულისამრევი აბსურდის ღრუბელი აკრავს გარშემო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები