ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტინ
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2026


თ. მ

გიპოვე...
თითქოს ჩემი იყავი
გადაქცეულო ცხადიდან სიზმრად,
სულის ფსკერიდან გაურიყავი
გიპოვე მაგრამ არ მიძებნიხარ...

არ მინდომია შენთან შეხვედრა,
აღარც იმედი გვქონდა საერთო
წამომცდენია არც კი შემთხვევით
თუ როგორ ვძლებდით უერთმანეთოდ...

ვიდექი ქარში... ხმელი ტოტივით
ვწყდებოდი ცას და მიწა მითრევდა,
რომ გაუთქმელი გრძნობის მოტივით
მძლიეს ფარულმა ალგორითმებმა ...

ტიკ-ტაკ და წლებმა წყალი დალიეს..
დღეს უკვე მძიმედ სუნთქავს საათი,
შენზე ფიქრებმა შემომალიეს
სხვებთან სიტყვები და მასლაათი....

ვნებდები..
,,ცოდვა გამხელილი სჯობს"
სულში იმდენად ჰქრიან ქარები...
მინდა სამყაროს გადავაბიჯო
იოტის ხელად თუ გეყვარები..

......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები